იტალიურმა საფეხბურთო გვერდმა Tuttomercatoweb-მა იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების სია გამოაქვეყნა.
როგორც რეიტინგიდან ვიგებთ პირველ ადგილს 7 მილიონი ევროთი ერთდროულად სამი მოთამაშე “რომას” რომელუ ლუკაკუ და “იუვენტუსის” ფეხბურთელები დუშან ვლაჰოვიჩი და ადრიენ რაბიო იკავებენ. მათ შემდეგ კიდევ ერთი “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვოიცეხ შენსი მოდის 6,5 მილიონი ევროთი.
ხელფასებზე ყველაზე მეტს “იუვენტუსი” ხარჯავს (74,1 მლნ ევრო), მის შემდეგ მოდიან “ინტერი” (71,7 მლნ ევრო) და “რომა” (68,6 მლნ ევრო). რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” ის მეექვსე ადგილს იკავებს და სეზონში ხელფასებზე 44,4 მილიონ ევროს ხარჯავს, თუმცა სამომავლოდ თუკი კლუბი მოთამაშეებს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს მისი პოზიცია უფრო მაღლა აიწევს.
რაც შეეხება “ნაპოლის” ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წლიურად 1,3 მილიონ ევროს იღებს, ამ მხრივ საუკეთესო 25 ფეხბურთელშიც არ შედის. თუმცა ოპტიმიზმისთვის უნდა ითქვას, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, რის შემდეგაც ის 4 მილიონს გამოიმუშავებს, მაგრამ არც ეს მაჩვენებელი იქნება საკმარისი იტალიის ტოპ 10 შემოსავლიან მოთამაშეს შორის მოსახვედრად.