მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შემცირდა

“ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა.
ცნობილი საფეხბურთო სააგენტო “Transfermarkt-ის” მიხედვით ქართველი შემტევის ღირებულება ამჟამად 80 მილიონ ევროს შეადგენს. კვარაცხელიას ფასმა რეკორდულ ნიშნულს, 85 მილიონ ევროს, 21 მარტს მიაღწია და მხოლოდ ახლაღა შემცირდა.

ფასის შემცირება კვარაცხელიასა და მთლიანად “ნაპოლის” სათამაშო ფორმამ განაპირობა, რომლებიც მიმდინარე სეზონში შარშანდელივით პროდუქტიულები ვეღარ არიან. სეზონის სტარტზე კლუბი რუდი გარსიამ ჩაიბარა, რომელმაც მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, რის გამოც კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ შემცირდა ხვიჩას თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის ღირებულებაც, რომლის ფასიც ამჟამად 110 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 10 მილიონით ნაკლებია წინა სეზონის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ამჟამად 27 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს და ცხრილის ლიდერ მილანის “ინტერს” 14 ქულით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები