მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლი” ვიქტორ ოსიმენთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ოსიმენის ახალი კონტრაქტი

დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბრები “ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით და როგორც იტალიურ მედიაში იწერება შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდე იქნება გათვლილი და ნიგერიელი ფორვარდი წელიწადში 10 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს.

კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ კონტრაქტი იანვრის დასაწყისში გაფორმდეს, სანამ აფრიკის ერთა თასი დაიწყება, სადაც მონაწილეობას თავად ოსიმენიც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი “ნაპოლიში” 2020 წლიდან ასპარეზობს, მისი ანაზღაურება სეზონში 4 მილიონი ევროა და ამ დრომდე 115 მატჩში 65 გოლი აქვს გატანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები