მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო

6368e65da4e76
BM.GE
07.11.22 15:06
663
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, მეთხუთმეტე სეზონმა აიღო სტარტი. ერთმანეთს A და B ჯგუფის გუნდები დაუპირისპირდნენ.

A ჯგუფის გახსნით მატჩში „დიპლომატ ჯორჯიამ“ არმიასთან 2:1 იმარჯვა. დიპლომატი შეხვედრის მეშვიდე წუთზე დაწინაურდა. მეორე ნახევარში უპირატესობა ორამდე გაზარდა. „ძალოვნებმა“ თამაშის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოასწრეს.

ჯგუფის სხვა შეხვედრაში „კრკობეთმა“ „ჯორჯიან მანგანეზი“ 3:1 დაამარცხა. გასული სეზონის ოქროს ლიგის ჩემპიონმა „ბეთლაივმა“ კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „საქართველოს ბანკს“ კომფორტული ანგარიშით 5:2 სძლია.

B ჯგუფში „ენერგო-პრომ“ ავერსს 2:1 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ფარმაცევტები“ წინ გავიდნენ, მაგრამ „ენერგეტიკოსებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და ოცდამეთვრამეტე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს.

მინიმალური ანგარიშით, 1:0, აჯობა „რუსთავის აზოტმა“ „სახელმწიფო ელექტროსისტემის გუნდს“. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოცდამეხუთე წუთზე გავიდა. დარჩენილ დროში GSE-მ შანსების გამოყენება ვერ შეძლო.

პირველი სათამაშო დღე „ლიბერთი ბანკისა“ და “NS Studio“-ს დაპირისპირებით დასრულდა. „ბანკირებმა“ მეტოქე მარტივად, დიდი ანგარიშით 8-2 დაამარცხეს. პირველ გოლს საწყის ტაიმში NS Studio-მ უპასუხა, მაგრამ მოწინააღმდეგე მალევე წინ გავიდა და სხვაობა სოლიდურად გაზარდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის მეორე სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 ნოემბერს გაიმართება.