მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის გამარტივებისთვის - MAN Truck & Bus -ის სტრატეგია და სატვირთო მანქანების ელექტროფიცირების მომავალი

BM.GE
12.07.22 09:47
339
ავტოინდუსტია, რომ ელექტროფიცირების მიმართულებით ვითარდება და მილიარდობით დოლარის ინვესტირებას სწორედ ამ კუთხით ახდენს აქ ახალი არაფერია. ფორბს ავტო, ამის თაობაზე ყოველკვირეულად გიყვებათ. თან მხოლოდ ავტოინდუსტრია არა, (kadr1) მაგალითად პორშე ცენტრი თბილისის დახმარებით სულ ცოტახნის წინ იტალიაში ვიმოგზაურე, სადაც უახლესი პორშე ტაიკანის პრეზენტაციაზე და პრაქტიკულად პორშეს სამოთხეში მოვხვდი... ეს მოგზაურობა დაახლოებით 7 წუთიან ვიდეოშიც ჩავატიე და თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ ბი ემ ჯიზე ნახოთ... რომ დავუბრუნდეთ ელექტროფიცირებას, (kadr2) სარდინიაზე ელექტრო იახტით გასეირნების საშულებაც მქონდა და როგორც მისმა მწარმოებელმა გვითხრა, იახტების მომავალიც ელექტროა...

ელექტროფიცირების და ნულოვანი ემისიის გზას ადგას სატვირთოების და სამგზავრო ავტობუსების მსოფლიო ლიდერი კომპანია „მან თრაქ ენდ ბასი“, (kadr3) რომელმაც ელექტროსატვირთო საზოგადოებას უკვე წარუდგინა და მის წარმოებას 2024 წლიდან დაიწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ „მანის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგია“ ძალიან დიდი იმედი მაქვს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე სატვირთოებს საქართველოშიც ვნახავთ... იმედის საფძველს კი „თეგეტა ჰოლდინგის ამბიციური გეგმები მაძლევს, გახდნენ პირველი მწვანე საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში...

სტუმარი: ბექა ბერიძე - TEGETA TRUCK&BUS-ის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები