მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაბევრდეს - მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი
BM. GE
09.12.24 12:58
1023

კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც BMG TV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სპეცეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტეს, მადლობას უხდის და ამბობს, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლის ხაზი ახლა რუსთაველზე გადის.

"თუ რამე გადაარჩენს ამ ქვეყნის მომავალს, სწორედ ის ღირებულებებია, რომლებსაც მე-12 დღეა ვიცავთ რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაქებში. მადლობა ბიზნეს სექტორის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ღიად გააჟღერა თავისი სამოქალაქო პოზიცია ბოლო დღეებში, მათ შორის BMG-ს ეთერში გუშინ.

მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გაბევრდეს. დღეს თავად ეს წინააღმდეგობა და მისი შეუქცევადობა არის უკეთესობის მოლოდინის ერთადერთი წყარო, რომელსაც გარე სამყარო შეიძლება დაეყრდნოს და გააგრძელოს ჩვენთან მეგობრობა მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა დასრულდება. საქართველო არ არის "ქართული ოცნება" და რობოკოპები! საქართველო არის განათლებული, ღირსეული, სამშობლოზე და თავისუფლებაზე შეყვარებული მოქალაქეების და საოცარი ახალგაზრდების ქვეყანა! ვერცერთი მთავრობა თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ნამდვილ (და არა ფსევდო) ღირებულებებს, ვერ უპასუხებს ქართველი ხალხის დაკვეთას და მისი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის და არ იქნება", - წერს მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები