დატვირთული 2024 წლის შემდეგ ბიზნესი კომპანიების შერწყმა/შეძენის მიმართულებით კვლავ აქტიურია. მიმდინარე წელს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამ კონცენტრაციაზე თანხმობა უკვე გასცა, ხოლო 3 საქმესთან მიმართებით პროცესები მიმდინარე რეჟიმშია. გასული წლების განმავლობაში M&A გარიგებების მხრივ ყველაზე აქტიური სექტორი fmcg ბაზარი იყო, სადაც შარშან რამდენიმე მსხვილი გარიგება ვიხილეთ. რა ტენდენციებია კომპანიების კონცენტრაციების მხრივ და რა გავლენა აქვს ბაზარზე მსგავს გარიგებებს?