ბიზნესის ნაწილმა ინვესტიციები დააპაუზა. BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში, I კვარტალთან შედარებით საინვესტიციო პროგნოზები გაუარესებულია. ინდექსი აჩვენებს, რომ III კვარტალში გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 58%-ი ფიქრობდა, რომ ინვესტიციების ზრდას, რაც პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ პროგნოზის გაუარესების მთავარი მიზეზი საარჩევნო პერიოდი და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებია, რის გამოც ახლა ბიზნესის ნაწილი მოლოდინის რეჟიმშია.