მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის სუბსიდირებას არ ვეთანხმები, მაგრამ მანდარინის სუბსიდირება სოციალური პროექტია“ - „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“

მანდარინი

მიმდინარე წელს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. მათი ინფორმაციით, სუბსიდირების მოცულობა გაიზარდა და წელს ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.

სექტორის სუბსიდირებას აფასებს ერთ-ერთი ექსპორტიორი კომპანიის „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი. როგორც კახა შავაძე bm.ge-სთან ამბობს, ბიზნესის სუბსიდირებას არ ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტულად არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება, ბიზნესის სუბსიდირებას არ გულისხმობს და ის სოციალური პროექტია, რომელიც ფერმერების ფინანსური კეთილდღეობისკენ არის მიმართული.

„მე არ ვარ მომხრე ბიზნესის სუბსიდირების, თუმცა, ვფიქრობ, იქამდე სანამ ჯაჭვი არ შეიქმნება, არ ჩამოყალიბდება, მე ვფიქრობ, რომ სუბსიდირების საჭიროება არის. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ბიზნესს გათვლაა, ის უფრო მეტად სოციალური პროექტია და საჭირო არის იმისათვის, რომ ჩვენს ციტრუსის მწარმოებელ ფერმერებს არ უნდა დარჩეთ მანდარინი, რომელიც გადასაყრელი იქნება“ - ამბობს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი.

კახა შავაძის ინფორმაციით, წელს კომპანია 300-400 ტონა ციტრუსის ექსპორტს უზბეკეთში გეგმავს. „აჭარა ტრეიდინგ გრუპი“ ექსპორტს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მიმართულებით განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები