უკვე ორი წელია, რაც საფონდო ბირჟებიდან ხმაურიანი IPO-ს შესახებ აღარაფერი გვსმენია. ომმა, რეცესიამ და ინფლაციამ ეს ბაზარიც დაადუმა, თუმცა გასულ კვირას იმედის ახალი ნაპერწკალი გაჩნდა. ნასდაქის ბირჟაზე ერთი საინტერესო ბრიტანული კომპანიის, Arm-ის დებიუტი შედგა, რომელმაც ყველანაირ იმედებსა და მოლოდინებს გადააჭარბა. პლანეტაზე რაც კი ელექტრონული მოწყობილობა არსებობს, თითქმის ყოველი მათგანი ამ კომპანიის დიზაინით შექმნილი ჩიპითაა აღჭურვილი.