მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს... გამჭვირვალობის კანონი ძალიან დაგვეხმარა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ბიზნესისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს... გამჭვირვალობის კანონი ძალიან დაგვეხმარა, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში, „გამჭვირვალობის კანონის“ საშუალებით კი მოხდა მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სიმშვიდე და ამისათვის ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში. მათ შორის მოკლევადიან არასტაბილურობად დაუჯდა გარკვეული ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას, თუმცა საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ნაბიჯებმა მოგვცა ვითარების თვისებრივად დასტაბილურების საშუალება. მათ შორის ძალიან დაგვეხმარა „გამჭვირვალობის კანონი“ მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში. სწორედ ამ კანონმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული და რადიკალურ ძალებს აღარ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები