მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება

5fc8bdfb67aa5
ანუკა ჯოხაძე
03.12.20 14:22
1063
ბიზნესისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება -  ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -  საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ განახადა.

როგორც დავითაძე ამბობს, შეღავათით სარგებლობას ყველა ის სუბიექტი შეძლებს, რომელიც საქპატენტს ელექტორნულად მიმართავს 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე. ჯამურად აღნიშნული შეღავთის განხორციელებაზე 405 000 ლარი დაიხარჯება.

“მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღინისძიებების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე გარკვეული შეღავათის დაწესებას. ეს უმთავრესად ბიზნესის მხარდაჭერის, დახმარების და მათი წახალისების მიზანს ემსახურება, რაც ხარჯის შემცირების მხრივ ძალიან ღირებული აქტივის შეძენის შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლო ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი კი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც დაიწყება 7 დეკემბრიდან და დასრულდება 2021 წლის 7 ივნისამდე. აღნიშნული ინიციატივის ღირებულება არის 405 000 ლარი, რომელიც მთლიანად კერძო სექტორში დარჩება”- ამბობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის , საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები