მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი: გიორგი გახარიამ ბიზნესის პულსის ცემა კარგად იცის

5d7f996719e01
ლიკა გურაბანიძე
22.09.19 18:40
1592
„გიორგი გახარიას ბიზნესის პულსის ცემა კარგად იცის,“  - ასე აფასებს ბიზნესმენი, კომპანია  „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს.


როგორც ქოქოლაძე განმარტავს, გახარიას ბიზნესსა და ეკონომიკაში დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ბიზნესმენი ახალი ეკონომიკური გუნდის მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემას და ლარის კურსის არასტაბილურობას მიიჩნევს.

„როდესაც ბიზნესომბუდსმენი იყო მას რამდენიმე საკითხთან შეხება ჰქონდა. მისი მხრიდან ჩართულობა ძალიან აქტიური იყო. ბიზნესში მიმდინარე მოვლენებს კარგად გრძნობს და ეკონომიკის ფილოსოფია კარგად ესმის. მოლოდინი მაქვს, რომ მისი ნაბიჯები ბიზნესის გააქტიურებისკენ და ინვესტიციების მოზიდვისკენ აქტიური იქნება.

მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა სასამართლო სისტემაშია, აქედან გამომდინარე, ბიზნესის და მოქალაქეების მხრიდან ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან დაბალი", - განაცხადა ქოქოლაძემ და დასძინა, რომ 
"ლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რადგან ის ბიზნესსა და მოქალაქეებზე აისახება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები