მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

609b8cbfe6d25
BM.GE
12.05.21 12:05
1387
ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„ესეც ასე. ჩემი კუთვნილი „სინოფარმის“ ვაქცინის პირველი დოზაც მივიღე. ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა. დიდი მადლობა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მედპერსონალს. 21 დღეში ისევ შევხვდებით“, - წერს კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში და აცრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში სულ აცრილია 71 570 მოქალაქე. გუშინ 4 433 ადამიანი აიცრა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები