ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
არსებული მდგომარეობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.
ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებს, უწყების ბიუჯეტი 950,000 ლარს შეადგენს.
ამავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, უქმდება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან დამოუკიდებელი სახით არსებობს შეწყვეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეერწყმება.




























