მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის აპარატი მეხორბლეების პრობლემებზე კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს

6427fae131ce0
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 13:34
595
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მეხორბლეების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს, ფერმერთა სათათბიროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ოთარ დანელიასა და მარცვლეული კულტურების სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის, დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ხორბლის იმპორტის შემცირების შედეგად გამოწვეულ საკითხებს ეხებოდა.

ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებმა სამ პუნქტიანი შეთავაზება წარადგინეს,რომელიც მათივე განცხადებით, მისაღები იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი სექტორის და დარგში მომუშავე ფერმერებისთვის.

„დარგის ექსპერტების განმარტებით, ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას.

როგორც მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები