მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესს აწუხებს ბიუროკრატია, რაზეც დაპირება მივიღეთ, რომ გადაწყდება - თემურ კოხოძე

თეგეტა

„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე ამბობს, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე საუბარი იყო ზოგად გამოწვევებზე, ენერგეტიკაზე, განვითარებასა და მომავალზე.

"ვფიქრობ, ბევრი კარგი და საინტერესო საკითხი გავიარეთ. [ბიზნესს აწუხებს] ბიუროკრატია, რაზეც დაპირება მივიღეთ, რომ აუცილებლად გადაწყდება, რაც შეიძლება სწრაფად",- უთხრა მან ჟურნალისტებს კონფერენციის შემდეგ.

მისივე თქმით, არ ელის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება.

"ვერ გეტყვით, არ მგონია... ვფიქრობ, რომ [ივანიშვილის სანქცირება] არ მოხდება.

თუ დასანქცირდება, რა თქმა უნდა, ბიზნესს დააზიანებს. ნებისმიერი ბიზნესმენის სანქცირება დაგვაზიანებს", - უთხრა მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები