მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესს თავისი გზა აქვს… მთავარი რაღაც უნდა გვესმოდეს ყველას” - დეპუტატი

64b19d045f495
ალა ისპირიანი
14.07.23 22:47
598
დეპუტატმა და ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქვეყანაში უსამართლობა უნდა დასრულდეს.

გადაცემის წამყვანმა, დაუშვილს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის და Amsterdam & Partners-ის მმართველი პარტნიორის, რობერტ ამსტერდამის კომენტარი შეახსენა, სადაც იგი ამბობს, რომ პროკურორები სამოქალაქო მოხელეები არიან, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაიცვან და ეს მათ საქართველოს ბიზნესსაზოგადოებამ უნდა შეახსენოს. „ქართული ბიზნესი უნდა გამოფხიზლდეს“, - თქვა ამსტერდამმა დღეს BMGTV-ის ეთერში.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება ბიზნესმა ამ დროს გააკეთოს? - დაუშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ბიზნესს თავისი გზა აქვს. ვიღაცას ეს შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას არა. ვიღაცას მეტის მოლოდინი ჰქონდეს და ვიღაცას ნაკლები. მთავარია, როგორიც არის , მათ შორის, მათი [ბიზნესის] მონაწილეობა იმაში თუ, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, ამის შესაბამისი სიტუაცია გვაქვს, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით.

ყველას უნდა გვესმოდეს მთავარი რაღაც, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით დაინტერესებული, უკეთესი ქვეყანა გვქონდეს თავისით ეს ვერ მოხდება. შეიძლება რაღაცის გეშინოდეს, ან თუნდაც არაფრის გეშინოდეს და თავს კომფორტულად გრძნობდე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა.

მოცემულობები იცვლება და ამ შეცვლილ მოცემულობებში შეიძლება დაგვჭირდეს საკუთარი უფლებების დაცვა, სადაც დაგჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არ არის ეს მარტო ბიზნესის და მეწარმეების ვალდებულება - ეს ყველასი ჩვენი ვალდებულებაა. ამიტომ საჭიროა ამ ქვეყანაში უსამართლობას წერტილი დაესვას“, - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები