მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Friday ვოლტზე - 20%-იანი ქეშბექი Mastercard-ის მომხმარებლებისთვის

Black Friday ვოლტზე -  20%-იანი ქეშბექი Mastercard-ის მომხმარებლებისთვის
22.11.24 15:38
648

ვოლტი, მეგაფასდაკლებების თვეში, მომხმარებელს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს.

25 ნოემბრიდან ვოლტზე Black Friday იწყება. მომხმარებელი, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, თანხის 20%-ს დაიბრუნებს. ქეშბექის მაქსიმალური მოცულობა 150 ლარია. შეთავაზება 25 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ყველა ქალაქში იმოქმედებს და საცალო ვაჭრობის (რიტეილ) მთელ სეგმენტში, რესტორნების გარდა, ყველა ობიექტზე ვრცელდება. მათ შორისაა, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, თავის მოვლა, ელექტრონიკა და ა.შ.

ერთი მომხმარებელი შეთავაზებით ორჯერ სარგებლობას შეძლებს. დაგროვებული კრედიტების გამოყენება შესაძლებელი იქნება ყველგან, გარდა რესტორნებისა, ქეშბექის მიღებიდან მომდევნო 14 დღის განმავლობაში და ის მხოლოდ Apple pay-ით და Google Pay-ით გადახდისას იმოქმედებს. - ქეშბექის დარიცხვა მოხდება მხოლოდ ვოლეთებით გადახდისას.

ნოემბერი ვოლტმა მეგაფასდაკლებებით დაიწყო, რაც ვოლტის პარტნიორი ობიექტებიდან გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სერვისების განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები