მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackBerry-ს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

blackberry

კანადური ტექნოლოგიური კომპანიის, BlackBerry-ს გენერალური დირექტორი, ჯონ ჩენი თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს. მისი თითქმის 10-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, კომპანიის ახალი CEO რიჩარდ ლინჩი იქნება.

თანამდებობიდან წასვლის წინ, ჯონ ჩენმა საჯარო წერილიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ დასახულ მიზნებს მიაღწია, თუმცა სამომავლო განვითარებისათვის ახალი ხედვაა საჭირო, რის გამოც მან მართვის სადავეები სხვას უნდა გადააბაროს.

ჯონ ჩენი BlackBerry-ს 2013 წლიდან უძღვებოდა და მისი დირექტორობის პერიოდში კომპანია თითქმის სრულად გადაერთო ტელეფონების წარმოებიდან პროგრამულ უზრუნველყოფის მიწოდებაზე. ამჟამად BlackBerry სმარტფონების ბაზარზე არც კი ოპერირებს და მისი პორტფელის 90% კორპორაციულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოდის.

BlackBerry-ს რეალური აღსასრული 2007 წელს დაიწყო, როდესაც სტივ ჯობსმა მსოფლიოს პირველი iPhone წარუდგინა, მას შემდეგ რამდენიმე წელიწადში BlackBerry-სა და Nokia-ს მობილური ტელეფონების ბაზრიდან გასვლა და ბიზნესმოდელის შეცვლა მოუწიათ.

ამჟამად BlackBerry აქტიურად განიხილავს ბიზნესის გაყოფას და დასპლიტული შვილობილი კომპანიების საფონდო ბირჟაზე ცალ-ცალკე განთავსებას. სწორედ ეს იქნება ის სტრატეგია, რომლის განხორციელებას კომპანიის ახალი დირექტორი, რიჩარდ ლინჩი შეეცდება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები