მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-ის აქტივების მოცულობამ რეკორდულ $11.5 ტრილიონს მიაღწია

BlackRock

მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგის, BlackRock-ის კონტროლში არსებული აქტივების საერთო მოცულობამ რეკორდულ 11.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ერთი კვარტლის განმავლობაში ჰოლდინგმა დამატებით $221 მილიარდის კაპიტალი მოიზიდა, რაც აგრეთვე რეკორდული შედეგია.

თავისი არსით, BlackRock-ი აქტივების მმართველია, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კომპანიას შეუბღალავი რეპუტაცია, მაღალი ამონაგები და გლობალური მასშტაბის კავშირები გამოარჩევს. BlackRock-ს თავიანთ აქტივებს ანდობენ როგორც კომპანიები, ასევე სახელმწიფოები და მათი მთავრობები, რადგან ლარი ფინკის მიერ დაფუძნებულ კომპანიას დედამიწაზე თითქმის ყველა ენდობა.

BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ამ მაჩვენებელს თუ ქვეყნების მშპ-სთან შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

ასეთი შთამბეჭდავი პორტფელით BlackRock-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 160 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ერთ წელიწადში 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები