მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მთავრობასთან ჯეკ მას დაპირისპირებით ALIBABA-მ $850 მილიარდი დაკარგა

64ac19e037723
გიორგი თოლორდავა
11.07.23 01:00
1417
850 მილიარდი დოლარი - ეს ის თანხაა, რომელიც Alibaba-ს ჰოლდინგმა მისი დამფუძნებლის გამო დაკარგა. ჩინეთის მთავრობასთან ჯეკ მას დაპირისპირების გამო, Alibaba-მ საფონდო ბირჟაზე კოლაფსი განიცა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 620 მილიარდი დოლარით დაეცა.

გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ ჯეკ მას მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის, Ant Group-ის პირველადი საჯარო შეთავაზებაც დაბლოკა. ანალიტიკოსების შეფასებით, IPO-ს შემდეგ კომპანიის ღირებულება 230 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო.

დრამატულადაა შემცირებული თავად ჯეკ მას ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, 2020 წელს ჯეკ მას აქტივების ღირებულება 60 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, თუმცა ამჟამად მისი ქონება 25 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

ჯეკ მას დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე ის 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო ჯეკ მას პოლიტიკური დევნა და მისი ბიზნესების შევიწროება. საბოლოოდ კი იქამდე მივედით, რომ ჯეკ მა თითქმის სრულად ჩამოშორდა ბიზნესსაქმიანობას. უფრო მეტიც, ორი წლის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელიც კი უცნობი იყო.

ახლა უკვე ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მეწარმე საჯარო ცხოვრებას უბრუნდება. 58 წლის ჯეკ მა ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

მართალია 850 მილიარდი დოლარი დიდი დანაკარგია, თუმცა ეს ჯეკ მასთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ ლეგენდარული ინოვატორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მისი სიმდიდრის, არამედ სიმართლისა და პრინციპების დაცვაა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები