აქტივების მმართველმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა, BlackRock-მა ბიტკოინის საინვესტიციო ფონდის, ანუ ETF-ის სტრუქტურის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და ახლა უკვე მასში ინვესტირება ბანკებს და საფინანსო ინსტიტუტებსაც შეეძლებათ, თანაც პირდაპირ ამერიკულ დოლარში, კრიპტოვალუტის შეძენის გარეშე.
ამ ცვლილებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც კრიპტოვალუტების შეძენის უფლება შიდა კანონმდებლობით არ აქვთ, თუმცა მათ მაინც სურთ ბიტკოინში ინვესტირება. ასეთ დროს ისინი BlackRock-ის ETF-ს იყიდიან დოლარში და თავიანთ პორტფელში ბიტკოინს არაპირდაპირი გზით დაამატებენ.
ზოგადად, ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. ბიტკოინის ETF-ის მეშვეობით ინვესტორები კრიპტოაქტივის შეძენას პირდაპირ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე შეძლებენ, უოლ-სტრიტზე რეგისტრირებული ბროკერებიდან, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, რომლებიც კრიპტობირჟებთან საქმიანობას არ იჭერენ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია პირდაპირ საფონდო ბირჟაზე განხორციელდეს, რეგულირებული სუბიექტების ჩართულობით.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.