მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-ის დირექტორთა საბჭოს Saudi Aramco-ს ხელმძღვანელი შეუერთდა

64b65909108ab
გიორგი არონია
18.07.23 13:40
1565

მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიის, ამერიკული BlackRock-ის დირექტორთა საბჭოში მნიშვნელოვანი ცვლილებები. კომპანიის მენეჯმენტს მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის, Saudi Aramco-ს გენერალური დირექტორი, ამინ ნასერი შეუერთდა, რაც ამერიკული კომპანიის მიერ ახლო აღმოსავლეთში გაფართოების გრძელვადიან გეგმას უკავშირდება.

“Saudi Aramco-ში ამინის წარმატებული საქმიანობა, რომელიც ორმოც წელიწადზე მეტს ითვლის, მას უნიკალურ პერსპექტივას აძლევს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელსაც ჩვენი კომპანია და ჩვენი კლიენტები აწყდებიან”, - განაცხადა BlackRock-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლარი ფინკმა. მისივე თქმით, ამინ ნასერის ენერგეტიკული ინდუსტრიის ცოდნა არის ის, რა სარგებელსაც ნასერი ამერიკულ კომპანიას მოუტანს.

Saudi Aramco-ს მაღალ მენეჯმენტში ამინ ნასერი 2015 წელს გამოჩნდა, ხოლო 2019 წელს კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსების პროცესს ხელმძღვანელობდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამინ ნასერი საუდის არაბეთის დე-ფაქტო მმართველის, მუჰამედ ბინ სალმანის ნდობის აღჭურვილ პირად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული BlackRock-ი მსოფლიოს უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანიაა, რომელიც დღეს, $8 ტრილიონის აქტივებს მართავს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, BlackRock-ი სახელმწიფო რომ იყოს, რიგით მესამე იქნებოდა - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები