მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-მა $12.5 მილიარდად Global Infrastructure Partners-ი იყიდა

blackrock

აქტივების მმართველმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა, BlackRock-მა კომპანია Global Infrastructure Partners-ი 12.5 მილიარდ დოლარად იყიდა.

კომპანია ნაღდი ფულის სახით ინვესტორებს $3 მილიარდს გადაუხდის, დარჩენილი თანხა კი აქციების გადაცემით იქნება კომპენსირებული.

ამჟამინდელი მდგომარეობით, BlackRock-ი 11 ტრილიონი დოლარის მოცულობის აქტივებს აკონტროლებს, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპანიად აქცევს. BlackRock-ის მფლობელობაში არაერთ უცნაურ აქტივს შეხვდებით, მათ შორის: სხვა კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, სკოლებს, სტადიონებს, ქალაქებსა და სახელმწიფოების ობლიგაციებს.

GIP-ის შეძენით ამერიკულ გიგანტს ინფრასტრუქტურული პორტფელის გაფართოება და უძრავი ქონების ბაზარზე პოზიციის გამყარება სურს. BlackRock-ის კაპიტალიზაცია ამჟამად $118 მილიარდს შეადგენს და ის ინდუსტრიის უპირობო ლიდერია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.