მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-მა ახალი Nasdaq-100 ETF-ის გამოშვება გადაწყვიტა – Invesco-ს დომინაციის დასასრული?

qqq

უოლ-სტრიტზე Invesco-ს დომინაცია, შესაძლოა დასრულდეს და ისტორიაში პირველად, QQQ-ს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდეს. როგორც ირკვევა, აქტივების მმართველი მსოფლიოს უდიდესი კომპანია BlackRock-ი უახლოეს მომავალში Nasdaq-100 ინდექსზე მიბმულ ახალ ფონდს წარადგენს.

ახალი ფონდი, სახელწოდებით iShares Nasdaq 100 ETF, ამავე სახელწოდების ამერიკულ ფლაგმანურ ინდექსს მიჰყვება და ვაჭრობას ხუთშაბათს, IQQ ტიკერით დაიწყებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ფონდი პირდაპირ კონკურენციაში შევა QQQ და QQQM-თან, რომელთაც სწორედ Invesco მართავს.

რაც შეეხება ფონდების ღირებულებით მაჩვენებლებს, iShares Nasdaq 100 ETF სავაჭრო სესიაზე ერთ აქციაზე $24-ის ტოლფასი აქტივების საწყისი წმინდა ღირებულებით ჩაეშვება. ამასთან, დასახელებულ მაჩვენებელთან შედარებით, კონკურენტი Invesco-ს მართვაში არსებული ფონდების აქტივების წმინდა ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია და შესაბამისად $722-ს და $297-ს შეადგენს.

რატომ მოინდომებენ ინვესტორები QQQ-დან ახალ ETF-ზე გადასვლას? - პასუხი მარტივია და ის საკომისიოს უკავშირდება. თუ QQQ-ს წლიური მართვის საკომისიო 0.18%-ია, BlackRock-ის IQQ-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დროებით 0.10%, ხოლო შემდგომში 0.12% იქნება, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა და კაპიტალს როტაციისაკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები