მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-მა ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვა

6499791a3fb2f
გიორგი თოლორდავა
26.06.23 23:00
991
მსოფლიოს უმსხვილესმა აქტივების მმართველმა კომპანია BlackRock-მა ბიტკოინის ETF-ის გამოშვების უფლება მოითხოვა.

მარეგულირებლისთვის გაგზავნილ მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ BlackRock-ს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კრიპტო ETF-ის გამოშვება სურს, რომელიც შემდგომ ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე განთავსდება.

ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად: BlackRock-ის ტექნოლოგიურ ETF-ში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია ინტეგრირებული. ამ ETF-ის შეძენით კი ინვესტორი ფაქტობრივად მთელ ტექნოლოგიურ სექტორს ყიდულობს, ნაცვლად ერთ ან ორი კომპანიისა.

კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც ვითარება ანალოგიური იქნება, ის უმსხვილეს კრიპტოაქტივებს გააერთიანებს, თუმცა მათ შორის უდიდესი წილი ბიტკოინს ექნება.

BlackRock-ის მიერ ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, BlackRock-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ BlackRock-ს არც გაკოტრების და არც დაჰაკვის რისკები არ აქვს, განსხვავებით კრიპტობირჟებისგან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ BlackRock-ის კონტროლ ქვეშ ამჟამად 15 ტრილიონი დოლარის აქტივებია, რაც ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

იმ შემთხვევაში, თუკი მარეგულირებელი ნებართვას გასცემს, მაშინ ინვესტორები კრიპტო ETF-ის შეძენას პირდაპირ საფონდო ბირჟიდან შეძლებენ და მათ კრიპტობირჟის ანგარიშის გახსნა არ მოუწევთ, რაც ინსტიტუციური ინვესტორებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ნიუანსია, რადგან მათი საქმიანობა მკაცრადაა რეგულირებული და კრიპტობირჟების უმეტესობა ამ რეგულაციებთან თანხვედრაში არაა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები