უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ ბიტკოინის ETF-ებს შორის ლიდერობა BlackRock-ის მიერ გამოშვებულმა სავაჭრო ფონდმა, IBIT-მა მოიპოვა, რომელმაც საერთო ბრუნვით Grayscale-ის მიერ დალისტულ GBTC-ის გადაუსწრო.
ამჟამინდელი მდგომარეობით, IBIT-ის მფლობელობაში დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ბიტკოინია მოქცეული. შედარებისთვის, GBTC-ის პორტფელში 19 მილიარდ 700 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტას ვხედავთ.
ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გლობალური ინვესტორები ბიტკოინის ETF-ებში დამატებით 220 მილიარდ დოლარს დააბანდებენ, რაც ინდუსტრიას ზრდის საშუალებას მისცემს.
ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ბიტკოინის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები.