მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კაპიტალის კომპანია BlackStone-ი IT მომსახურებისა და ინჟინერიის წამყვანი იაპონური კომპანიის TechnoPro Holding-ის შესაძენად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება $3.39 მილიარდ დოლარს მოიცავს. შესაბამისად, ინვესტორები თითოეული აქციისთვის, საშუალოდ, $33,79 დოლარს მიიღებენ.
თუ ორ კომპანიას შორის გარიგება გაფორმდა, ეს Blackstone-ის ისტორიაში იაპონიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება. აღსანიშნავია, რომ კერძო კაპიტალის ლიდერი კომპანიის სურვილი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან ბოლო წლებში Blackstone-ი იაპონიის ციფრულ და საინჟინრო ბაზარზე ინვესტირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.




























