მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბლაუენშტაინ საქართველო" ონში ღორის ფერმას ხსნის – პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარია

5ec6a543d0783
ანი ციხისთავი
21.05.20 21:20
4186
“ბლაუენშტაინ საქართველო” ქვეყანაში საზღვრების გახსნისთანავე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში საკუთარი ღორის ფერმის გახსნას აპირებს. როგორც BM.GE-სთან კომპანიის მენეჯერმა თათია არაბიძემ განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

“ყველაფრის მონტაჟი ავსტრიელებმა განახორციელეს. ეს იქნება მაღალი სტანდარტების მქონე საღორე, რომელიც 240 დედა ღორზეა გათვლილი. ახლა ველოდებით, ავსტრიელების ჩამოსვლას, რათა საღორე საბოლოოდ ჩავიბაროთ და გავხსნათ”,- ამბობს არაბიძე.

მისივე თქმით, ეს კომპანიისთვის ძალიან დიდი პროექტია, ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 8 მლნ ლარი.

ამასთან, თათია არაბიძე ამბობს, რომ დღეს დასრულებული მშენებლობა საბოლოო შედეგის მხოლოდ მეოთხედია, თუმცა პროექტში უკვე 5 მლნ ლარია ჩადებული.

“ეს მხოლოდ მეოთხედია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია”,- აღნიშნავს ის და გვიყვება, რომ ახალ საღორეში 4 ადამიანი დასაქმდება.

“ახლა საკუთარი ღორი გვეყოლება და სხვებთან პარტნიორობა აღარ გახდება საჭირო”- თათია არაბიძემ ჩვენთან საღორის აშენების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე კომპანია ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე იძენს.

ცნობისთვის, “ბლაუენშტაინ საქართველო” ხორც-პროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მისი პროდუქციის შეძენა კომპანიის ორ მაღაზიაშია შესაძლებელი, რომლებიც დედაქალაქში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები