მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლექ სი გრუპმა“ მაჭავარიანი-გელოვანის გზის პროექტით იზარალა - „ბიზნესი ისეთია, ყოველთვის ვერ მოიგებ“

64785f5d206b1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 13:22
3812
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ახლად აშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა მეწყრული პროცესების გამო პროექტს არაერთი სირთულე შეექმნა. საერთო ჯამში, ოთხზოლიანი მონაკვეთით მარშალ გელოვანის გამზირი ვაშლიჯვარს დაუკავშირდა. გზის მშენებლობისთვის კი 16.4 მლნ ლარი დაიხარჯა.

სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „ბლექ სი გრუპის“ გენერალური დირექტორი ამირან მამუჭაძე პროექტის გახსნისას bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ აცხადებს: „კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ ძალიან იზარალა. ეს ჩვენი ზარალია. ბიზნესი ისეთია ყოველთვის ვერ მოიგებ“.

მისი განმარტებით, 2019 წლის შემდეგ მშენებლობის ბაზარი გაძვირებულია და მსგავსი პროექტების განხორციელება საკმაოდ რთულია.

„არსებულ სიტუაციაში ამ პროექტმა გადაიარა კოვიდი, დაემთხვა რუსეთ-უკრაინის საკმაოდ რთული ომი, რამაც მასალებზე, მშენებლობასა და საწვავის ფასებზე იმოქმედა. ეს არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ყველა სხვა პროექტზე აისახა. ფინანსურად ეს მძიმედ დაადგა კომპანიას, თუმცა ჩვენ ყველა ვალდებულება პირნათლად შევასრულეთ. დამკვეთი ყველა სამართლებრივ მოქმედებაზე გამოგვყვა, პროექტი დასრულებულია“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები