მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Block Energy-მ ჭაბურღილის გაფართოება დაასრულა, კომპანიას ნავთობის მოპოვების გაზდის იმედი აქვს

6335ddb26d06a
ნინო ტაბატაძე
02.10.22 14:40
1643
Block Energy -მ ინვესტორებს პატარძეულში ნავთობის ჭაბურღილის ( JSR-01 ) გაფართოების წარმატებით დასრულებაზე აცნობა.

კომპანიის ინფორმაციით, გაბურღვა დაგეგმილ ვადაში და განსაზღვრულ ბიუჯეტზე ნაკლები დანახარჯით განხორციელდა.

ჭაბურღილის გაფართოება პროექტი II -ის დაწყებას ნაწილია, რომელიც შემუშავებულია 200 მლნ ბარელი ნავთობის რესურსის შესაფასებლად და მოპოვების დასაჩქარებლად. ეს პროექტი კონცენტრირებულია პატარძეულში, XIB ბლოკზე, რომელიც საქართველოში ყველაზე პროდუქტიულ ნავთობსაბადოდ მიიჩნევა და საიდანაც 100 მლნ ბარელ ნავთობზე მეტი უკვე მოპოვებული.

იმ სალიცენზიო არეალში, სადაც „ბლოკ ენერჯი“ ოპერირებს, სავარაუდოდ, ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოა.

როგორც ივლისში „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ უფროსმა გიორგი ტატიშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, სალიცენზიო ბლოკი ჰორიზონტალურ ბურღვებს საჭიროებს, ამასთან, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება.

“ბლოკ ენერჯი" ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღულ ჭაბურღილში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად.

ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს "ბლოკ ენერჯი", რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა“ - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები