რუსულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Zarubezhneft-მა და ვიეტნამის სახელმწიფო ენერგეტიკულმა საწარმო PetroVietnam-მა ვიეტნამის ტერიტორიაზე ნავთობის სტრატეგიული რეზერვების შექმნაზე ერთობლივი თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი ვიეტნამის ლიდერის, ტო ლამის მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
როგორც ირკვევა, მხარეებს პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადები, სტრატეგიული რეზერვების მოსალოდნელი მოცულობა და შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ პარტნიორებს ვიეტნამში საწვავის და ნედლი ნავთობის სტრატეგიული მარაგების ერთობლივი ფორმირების იდეა შესთავაზა, რაც ვიეტნამურ მხარეს მოეწონა.
საყურადღებოა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა მოსკოვსა და ჰანოის შორის არსებული ურთიერთობების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მაგალითად, მიმდინარე წლის მარტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა, ფამ მინ ჩინმა Zarubezhneft-ს ვიეტნამში ინვესტიციების გაზრდისაკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ვიეტნამი იმ იშვიათ სახელმწიფო შორისაა, რომელიც, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთთან ღია ეკონომიკურ ურთიერთობას არ ერიდება.
























