რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა სექტემბერში $4.52 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.
როგორც ირკვევა, შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ნავთობგადამუშავების სექტორში გაცემული სუბსიდიები გახდა. სახელმწიფო ბიუჯეტმა სექტემბერში $3.05 მილიარდით გაზარდა კომპენსაცია, რომელიც შიდა და მსოფლიო ფასებს შორის არსებულ სხვაობას ფარავს. როგორც ჩანს, ამ სუბსიდიამ სრულად შთანთქა გადასახადებიდან გენერირებული შემოსავალი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წლის დასაწყისიდან რუსეთის ბიუჯეტში $54.7 მილიარდის ოდენობის ნავთობისა და გაზის შემოსავალი შევიდა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 17.2%-ით ნაკლებია.
ცხადია, შემოსავლების შემცირება პირდაპირ კავშირშია უკრაინის მიერ განხორციელებულ შეტევებთან და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის დაზიანებასთან.
























