მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბლოკ ჯგუფმა” მსოფლიოში ყველაზე დიდ სტუმარ-მასპინძლობის სკოლა “ვატელთან” კონტრაქტი გააფორმა

62b046b18ab8e
მარიამ იზორია
26.06.22 15:21
1084
“ბლოკ ჯგუფი”, რომელიც 40-ზე მეტ ბიზნეს მიმართულებას აერთიანებს, განათლების სფეროში ინვესტირებას გეგმავს.

როგორც “ბლოკ ჯგუფის” მმართველი პარტნიორი თორნიკე ჯანაშვილი გადაცემა “Forbes კვირაში” აცხადებს, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტზე აქტიურად მუშაობენ, მათ შორის, “ბლოკ ჯგუფმა” მსოფლიოში ყველაზე დიდ სტუმარ-მასპინძლობის სკოლა “ვატელთან” ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა, რომელიც საქართველოსა და სომხეთში სკოლის ფილიალების გახსნას გულისხმობს.

“ჩვენთვის განათლების არსი იმაშია, რომ მას პირდაპირი ბმა ჰქონდეს ეკონომიკასთან, ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტი გვაქვს. ერთ-ერთი “ვატელის” სკოლაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუმარ-მასპინძლობის სკოლაა. სხვადასხვა ქვეყანაში 40-მდე კამპუსს აერთიანებს. ჩვენ “ვატელთან” ექსკლუზიური კონტრაქტი გავაფორმეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და სომხეთში ფილიალების გახსნის ექსკლუზიური უფლება გვაქვს. ეს არამარტო ჩვენი კომპანიისთვის კეთდება, არამედ სექტორისა და ინდუსტრიის განვითარებისთვის” - აღნიშნავს თორნიკე ჯანაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები