მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბლოკჩეინ სამიტი გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ ვირტუალური აქტივების რეგულაციის მიდგომებს - სებ-ის ვიცეპრეზიდენტი

ნინო ჯელაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ მონაწილეობა მიიღო სეულში გამართულ კორეის ბლოქჩეინ კვირეულზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

Korea Blockchain Week - აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოკჩეინისა და Web3 ფესტივალია. KBW აერთიანებს კრიპტო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, ცენტრალური ბანკების და საზედამხედველო უწყებების ხელმძღვანელებს, რეგულატორებსა და ინვესტორებს.

სებ-ის თანახმად, ნინო ჯელაძემ KBW-ის ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებთან და საზედამხედველო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე გაცვალა ხედვები ვირტუალური აქტივების საკანონმდებლო დიზაინთან, რისკებთან და რეგულირების აღსრულების მიდგომებთან დაკავშირებით.

„ეროვნული ბანკისთვის ეს ღონისძიება არის სტრატეგიული შესაძლებლობა, უფრო ღრმად გავაანალიზოთ ახალი საზედამხედველო მოთხოვნები და სარეგულაციო ჩარჩო ვირტუალურ აქტივებთან მიმართებაში, ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა და მივიღოთ ინფორმაცია საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირების ჩარჩოს შემუშავებისთვის,“ - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ტოკენიზებული აქტივების, სტაბილკოინების და ურთიერთთავსებადი (interoperable) საგადახდო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, სებ-ის ინფორმაციით, გრძელდება დიალოგი კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან და ტექნოლოგიურ პლატფორმებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები