მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა გაუშვა

pontes

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა Pontes-ი ოფიციალურად გაუშვა.

ახალი სერვისის მეშვეობით ბანკები და ინვესტორები ციფრული ობლიგაციებისა თუ სხვა ტოკენიზებული აქტივების ტრანზაქციებს კრიპტო სტეიბლკოინების ნაცვლად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილი ციფრული ფულით განახორციელებენ.

პლატფორმის მომხმარებელთა პირველ ჯგუფში ისეთი ფინანსური გიგანტები გაერთიანდნენ, როგორებიც არიან: Deutsche Bank, Santander და Clearstream.

Pontes-ი საწყის ეტაპზე სამუშაო დღეებში, ცენტრალური ევროპის დროით 08:00-დან 16:00 საათამდე იფუნქციონირებს, სამომავლოდ კი მისი შესაძლებლობებისა და სამუშაო საათების გაფართოება იგეგმება. ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ეს ტექნოლოგია ტრანზაქციებს უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის.

ამას გარდა, ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ფონდიდან ბლოკჩეინზე განთავსებულ ფასიან ქაღალდებში კაპიტალის ინვესტირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ინვესტიციები საჯარო ინსტიტუტების მიერ ევროში გამოშვებულ, მაღალი რეიტინგის მქონე სავალო ინსტრუმენტებზე იქნება ფოკუსირებული.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი პარალელურად მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ციფრულ ევროზეც მუშაობს. აღნიშნული პროექტი ევროზონის ამერიკულ საგადახდო ბარათებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად და მისი გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები