მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ბოლო ვადად 6 ნოემბერი განისაზღვრა

ecb

ევროკავშირის საბჭომ ევროპის ცენტრალურ ბანკში კრისტინ ლაგარდის შემცვლელის შესარჩევად ოფიციალური პროცედურა დაიწყო და ახალი კანდიდატების წარსადგენ საბოლოო ვადად 6 ნოემბერი განსაზღვრა.

ინფორმაციისთვის, თავად ლაგარდმა თანამდებობის 2027 წლის 7 თებერვალს ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოაცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის პრეტენდენტებს, მთავარ ფავორიტებად ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი და ნიდერლანდელი კლას კნოტი მიიჩნევიან.

Politico-ს ცნობით, ევროზონის ფინანსთა მინისტრები კანდიდატებსა და აღმასრულებელ საბჭოში სამი ვაკანტური ადგილის შევსების საკითხს 9 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. გასათვალისწინებელია, რომ ახალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.

ცნობისთვის, მომავალ წელს ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელ საბჭოში კიდევ ორი პოზიცია გათავისუფლდება. იანვარში საერთაშორისო სავალუტო ფონდს იზაბელ შნაბელი შეუერთდება, მაისში კი უფლებამოსილების ვადა მთავარ ეკონომისტს, ფილიპ ლეინს ამოეწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები