მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონის ეკონომიკური ზრდა 0.4%-მდე შენელდა

ევროზონა

ევროსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპი 0.4%-მდე შენელდა. მიუხედავად შენელებისა, მესამე კვარტალის წინასწარი მონაცემი ეკონომისტების პროგნოზს მაინც აღემატება, რომელიც 0.2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება წევრ სახელმწიფოებს, ივლის-სექტემბრის პერიოდში საფრანგეთის ეკონომიკა მოულოდნელად, 0.1%-ით შემცირდა. ქვეყანა სესხების მომსახურების მკვეთრად გაზრდილ ხარჯებს ებრძვის, რადგან ინვესტორები საბიუჯეტო დეფიციტისა და ეროვნული ვალის შესამცირებლად მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო ფრთხილობენ. ამას გარდა, ოქტომბერში საფრანგეთში ცხოვრების ხარჯების ზრდისა და სხვა სოციალური საკითხების გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც მოგვიანებით ძალადობრივ არეულობებში გადაიზარდა.

ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, გერმანია მესამე კვარტალში მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა.

პარალელურად, ბლოკის სიდიდით მესამე ეკონომიკის, იტალიის ზრდის მაჩვენებელი ნულოვანი იყო. სამაგიეროდ, ესპანეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებისა და საბინაო კრიზისის გამო მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს, ესპანეთი ევროზონის საშუალო მაჩვენებელს მაინც უსწრებს.

საერთო ჯამში, აშშ-სა და ჩინეთთან შედარებით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად არის შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები