მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბლოკჩენ სამიტი

BM.GE
24.04.18 09:23
1049
25 აპრილს, „ფაბრიკა თბილისში“ შავი ზღვის ბლოკჩეინის სამიტი გაიმართება, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ბიზნესში, განათლებასა და სამთავრობო სტრუქტურებში ინტეგრირებას მიმოიხილავს. სამიტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, ინტენსიური სესიებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში ბლოკჩეინის ინდუსტრიაში მოღვაწე მოწინავე სპეციალისტებს შეხვდნენ და ახალი ტექნოლოგიების მრავალფეროვანი შესაძლებლობები განიხილონ. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში დაფუძნებული ინოვაციური კომპანია — „სპოტკოინია“, რომელიც მიზნად ისახავს, შავი ზღვის რეგიონში ახალი ეკონომიკის პლატფორმა განავითაროს. სამიტის ფარგლებში განიხილება განაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგია (distributed ledger technology), მისი ფინანსურ ტექნოლოგიებზე ზემოქმედება და შავი ზღვის რეგიონში ბიზნესის ახალი შესაძლებლობები. 15 ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელს შორის (ჩინეთი, ირლანდია, სომხეთი, მოლდოვა, ნიდერლანდი, უკრაინა, აშშ, პოლონეთი) მოლდოვას ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი — ვიატისლავ კუნევი და ნიდერლანდის კრიპტოაკადემიის დამფუძნებელი იან რობერტ სჩუტსი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები