მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახეთის სუპერ აპის Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ გასულ კვირაში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდება. შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ამჟამად ერთადერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.5 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ლომთაძე კვლავ რჩება Forbes-ის მილიარდერთა ჩამონათვალში 5.8 მლრდ აშშ დოლარით.