მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.14 ლარი ღირს

5e70a855e5ae9
BM.GE
17.03.20 14:40
1565
17 მარტის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო. ვაჭრობის გახსნის დროს ერთი დოლარის ღირებულება 3.05 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც კურსი მთელი ცხრანახევარი თეთრით გაუფაურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.1450 ლარი გახდა. 

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 3.0118 ლარი, ერთი ევრო კი 3.3684 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები