5 მარტის ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.7350-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ვაჭრობა 2.7234-ის კურსზე გაიხსნა. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, ის ოფიციალურ კურსზეც აისახება გაუფასურების მიმართულებით.
ამასთან, 4 მარტს ლარი დოლართან 3.12 თეთრით გაუფასურდა, ასევე გაუფასურება დადგა ევროსთან, რომლის ღირებულებაც 3.1695 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან კი ლარი 3.66 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 3.6431 ლარი შეადგინა.
ლარის გაუფასურების ტენდენცია მიმდინარე სავაჭრო კვირაში დაიწყო. გასული კვირის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2.6741 ლარს შეადგენდა, რის შემდეგაც მიმდინარე კვირაში ის 5 თეთრზე მეტად გაუფასურდა.




























