მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.12 ლარი გახდა

60b8c7178d5f7
BM.GE
03.06.21 16:13
1977
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 16:00 საათისთვის 3.12 ლარი იყო. 3 ივნისის ვაჭრობა 3.2130-ის კურსით გაიხსნა, რაც შემდგომში თითქმის 9 თეთრით შემცირდა და ამჟამად 3.12 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა თუკი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.22 თეთრზე ნაკლები იქნება, მაშინ ეს გაცვლითი კურსი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მყარი იქნება. 

2 ივნისის ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 3.2228 ლარს შეადგენს, ეს ბოლო 8 თვის ყველაზე მყარ კურსს წარმოადგენს. თუკი ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.18 ლარი გახდება, ეს 2020 წლის 15 სექტემბრის შემდგომ ლარის ყველაზე მყარი კურსი იქნება. 

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 21 თეთრზე მეტად გამყარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები