მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.15 გახდა

6158207249802
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.21 13:04
727
2 ოქტომბრის ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სისტემაში ამჟამად ერთი დოლარი 3.15 ლარი ღირს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ კურსს 3 თეთრით აღემატება. 

სებ-ი ახალ ოფიციალურ კურსს ორშაბათს დაადგენს.

გუშინ კი ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3,1345 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2,12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,6310ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბერს სავალუტო აუქციონი ჩაატარა და $60 მილიონი გაყიდა. აუქციონის შედეგად, ხუთშაბათს ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

ეს 2021 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, ბოლო აუქციონი სებ-მა 3 აგვისტოს გამართა, რა დროსაც $30 მილიონი გაყიდა. ჯამურად, 2021 წლის განმავლობაში ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა $332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.





გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები