მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg: კორონავირუსის გამოსავლენი 10-ჯერ სწრაფი ტესტი უკვე ხელმისაწვდომია

5e6b573a210f7
ნათია თაქთაქიშვილი
14.03.20 00:20
7828
კომპანია Roche Holding AG-იმ განაცხადა, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მათ მიერ შემუშავებული ტესტი ვალიდურად აღიარა. ტესტი სახელწოდებით Roche’s cobas 6800/8800 უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, Roche’s cobas 8800-ს დღეში COVID-19-ზე დაახლოებით 4,128 პაციენტის ტესტირება შეუძლია, ხოლო Roche’s cobas 6800-ს - დღეში 1,440.

ტესტირება მნიშვნელოვანია Covid-19-ის გავრცელების შესამცირებლად, რადგან ის საშუალებას აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს მოახდინონ ინფიცირებულების იდნეტიფიცირება და უზრუნველყონ დროული კარანტინი. აღნიშნული ზომები კი ეხმარება საზოგადოებას პოტენციურად შეამცირონ ინფექციების საერთო რაოდენობა და დრო მოიგონ, მანამ ვიდრე ფარმაცევტული კომპანიები არ შესთავაზებენ უფრო ეფექტურ მედიკამენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები