მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg: Ray-Ban-ის მწარმოებელი კომპანია JPMorgan-ს უჩივის

626aa08708b53
მარიამ ადამია
28.04.22 18:10
297
ბრენდირებული სათვალეების მწარმოებელი კომპანია EssilorLuxottica-ის ტაილანდური განყოფილება, რომელიც ბაზარზე Ray-Ban-ის, Prada-ს, Versace-ს, Michael Kors-ისა და სხვა ცნობილი ბრენდის პროდუქციას უშვებს, J.P. Morgan Chase Bank-ს უჩივის. მიზეზად კი, ანგარიშიდან, $272 მლნ-ის ქურდობას ასახელებს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ბანკმა იცოდა საეჭვო, თაღლითური ტრანზაქციის სქემის შესახებ, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობს, მაგრამ ამის შესახებ კომპანიას არ აცნობა.

სარჩელი მანჰეტენის აშშ-ის რაიონულ სასამართლოში უკვე შესულია, თუმცა JPMorgan Chase & Co, ჯერჯერობით, ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო EssilorLuxottica თანხის სრულ ანაზღაურებასა და ბრალდებულის დასჯას მოითხოვს.

ინფორმაციისთვის: JPMorgan Chase - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბანკია მსოფლიოში, რომელიც Bank of America–ს, Citigroup-სა და Wells Fargo-სთან ერთად, აშშ-ის ბანკების “დიდი ოთხეულის წევრია”. მთავარ მიმართულებად კი არჩეული აქვს კომერციული ბანკინგი, აქტივების მართვა, ფინანსური ტრანზაქციები, საინვესტიციო ბანკინგი და ფინანსური მომსახურება, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, ის ერთ–ერთი უმსხვილესი სადეპოზიტი ბანკიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები