მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლუმბერგს "თეთრი სახლის არჩევნების" ყიდვაში ადანაშაულებენ

5dea9b3ebdc2c
BM.GE
07.12.19 00:10
1278
ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, უარყოფს „თეთრი სახლის არჩევნების“ ყიდვას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ბლუმბერგს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, თავისი მეტოქე სდებს ბრალს სწორედ ამაში.

ბრალდებაზე პასუხად ბლუმბერგმა აღნიშნა: „მე ვაკეთებ ზუსტად იმას, რასაც ისინი აკეთებენ. განსხვავება ისაა, რომ მე ჩემს საკუთარ ფულს ვიყენებ. ისინი სხვის ფულს იყენებენ. არავინ მოგცემს ფულს, თუ ისინი შენგან რაიმეს არ ელოდებიან“.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის ყოფილი მერი საარჩევნო შეჯიბრს ნოემბრის ბოლოს ოფიციალურად შეუერთდა. იგი მოიაზრება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარჯავი პოლიტიკური რეკლამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ის გვიან შეუერთდა შეჯიბრს, 15 კანდიდატს შორის უკვე მეხუთე ადგილს იკავებს.

ამასთან, „ბლუმბერგის“ ცნობით, მათმა დამფუძნებელმა უკვე 59 მილიონი დოლარი დახარჯა პოლიტიკურ რეკლამებში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად ჩაება საარჩევო რბოლაში.

როგორც ცნობილია, მაიკლ ბლუმბერგის ქონება დაახლოებით 54 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები