მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბლუტაბლამ“ 2025 წლის გეგმები დააპაუზა - "ქვეყანაში სიტუაციის გარკვევამდე პროექტი შეჩერებული გვაქვს"

BLUTABLA

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად „ბლუტაბლამ“ 2025 წლის გეგმები დააპაუზა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ნინო შარაშენიძემ BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა და დასძინა, რომ გეგმები მანამდე იქნება დაპაუზებული, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა.

კომპანია „ბლუტაბლა“ ქართული კულტურული ელემენტებით გაფორმებული სახლის აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა. ბრენდი მომხმარებელს ისეთ პროდუქციას სთავაზობს, როგორიცაა ჭურჭელი, სუფრები, აბრეშუმის შარფები და ა.შ.

შარაშენიძის ცნობით, მართალია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გაყიდვებზე დიდი ასახვა არ ჰქონია, თუმცა მათი განვითარების გეგმები, რომელიც საწარმოს განვითარებას და გაფართოებას ეხებოდა, გადავადდა.

„სიმართლე გითხრათ, გაყიდვების დიდ ვარდნას ვგრძნობთ მეთქი, არა. გაყიდვები ნორმალურია. საახალწლო პერიოდში გეგმა რაც გვქონდა, იმას მივყვებით. მაგრამ, რაღაც კამპანიები და გეგმები დაპაუზდა. მაგალითად, საახალწლო კამპანია არ გაგვიკეთებია, მაშინ როდესაც ყველაფერი მზად გვქონდა.

ასევე 2025 წლის გეგმებიც დაპაუზებულია. გეგმები გვქონდა საწარმოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, პროექტი შეჩერებული გვაქვს. არ ვიცი, რა იქნება. ჩვენ მაინც არ გავჩერებულვართ, მაგრამ სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, რა გეგმებიც გვქონდა, სრულად ვერ განვახორციელებთ. წინა საახალწლოდ, ფასების კორექტირება დიდად არ მოგვიხდენია“, - აცხადებს ნინო შარაშენიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები