მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთველი კარგად მიმდინარეობს" - მეღვინეობა "ფაფრის ველის" მოლოდინები

ფაფრის ველი

„იმედის თვალით ვუყურებთ, რომ წლევანდელი რთველის ხარისხი კარგი იქნება“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ღვინის მარანი „ფაფრის ველის“ დამფუძნებელმა შალვა ქურდაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კახეთში რთველი უკვე დაიწყო. ქურდაძის ინფორმაციით, ახაშენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შედარებით ცხელი ზონაა, რის გამოც რთველს ისინი ჩვეულებრივზე ადრე იწყებენ.

„ჩვენს ვენახებში რთველი უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ახაშენი საკმაოდ ცხელი ზონაა ტემპერატურული რეჟიმის თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ შედარებით ადრე ვიწყებთ ხოლმე რთველს. კარგად მიდის, კარგი მოსავალია, კმაყოფილები ვართ, რაოდენობაც კარგია. ჩვენი საკუთარი ვენახებიდან შეგვაქვს ყურძენი ჩვენსავე მარანში, შესაბამისად, იმედის თვალით ვუყურებთ, რომ წლევანდელი რთველის ხარისხიც კარგი იქნება“, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

„ფაფრის ველი“ კახეთში, სოფელ ახაშენის მიმდებარედ, ფაფრის მინდვრებზე მდებარე ბიო-ორგანული მეღვინეობაა. კომპანიამ ვენახების გაშენება 2004 წელს დაიწყო, დღეს კი 9.3 ჰექტარზე საფერავისა და რქაწითელის ვენახებს ამუშავებს. „ფაფრის ველი“ ბიოღვინოს ძირითადად ქვევრის მეთოდით აწარმოებს და მისი პროდუქცია 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები